Sunday, September 28, 2014

მეორე დღის რეფლექსია

შევქმენით ახალი ბლოგი სახელწოდებით და ვიმუშავეთ პროექტის იდეაზე. ერთმანეთს დავუტოვეთ კომენტარები.

შევქმენით პროექტის ბროშურა.



 დავალება:
ვუპასუხოთ კითხვებს
  • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
  • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის?


წავიკითხოთ 1 მოდული

Saturday, September 27, 2014

ჩემი პროექტის იდეა

       თემა:       კულტურული ძეგლები

   ამ თების დახმარებით ბავშვები გაეცნობიან და შეისწავლიან საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ  კულტურულ ძეგლებს.. 
     მოსწავლეები ყურადღებას გაამახვილებენ უცხო კულტურის თავისებურებებზე. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, გამოთქვან შეფასებები, გაავლონ პარალელები საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ გარემოსთან.  მოსწავლეებს გაუღრმავდებათ კულტურული კუთვნილების განცდა, გააცნობიერებენ კულტურულ მრავალფეროვნებას, ისწავლიან საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასებას.